გერმანიის პარლამენტმა ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინების ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ქორწინების ლეგალიზაციას მხარი 393-მა პარლამენტარმა დაუჭირა, ხოლო 226 წინააღმდეგი აღმოჩნდა.
გავრცელებული ცნობით, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა დეპუტატებს გამოუცახადა, რომ კენჭისყრის დროს საკუთარ სინდისით ეხელმძღვანელათ.
მაუწყებლის ინფორმაციით, კენჭისყრის დასრულების შემდეგ მერკელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან ხმა ერთნაირსქესიანთა წყვილების ქორწინების ლეგალიზაციის წინააღმდეგ მისცა, რადგან მას სჯერა, რომ ქორწინება ქალსა და კაცს შორის უნდა შედგეს, როგორც ეს გერმანიის კანონმდებლობით არის განსაზღვრული.