ვიქნებით დემოკრატიული ქვეყანა, მეტი შესაძლებლობები გვექნება, მეტი უსაფრთხოება, მეტი კეთილდღეობა, თუ არა და ვიქნებით მუდამ ასე ნაცრისფერ ზონაში, _ ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი კონსტიტუციასთან დაკავშირებულ პროცესებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
“განსხვავება საბჭოთა კავშირსა და თავისუფალი ქვეყნების კავშირებს შორის სწორედ ეს არის.
ჩვენ მივედით, დავაკაკუნეთ ევროკავშირის და ნატო-ს კარზე. პარტნიორებმა კარი გააღეს და გვითხრეს, აქ რომ შემოხვიდეთ ასეთი, ასეთი და ასეთი ქვეყანა უნდა იყოთო. როცა ასეთი გახდებით, დააკაკუნეთ და მოგესალმებით ჩვენს რიგებშიო.
ხოდა 24 წელია ეს მარტივი ამბავი ვერ გაიგო ვერც ერთ თაობის ქართულმა მმართველმა პარტიამ, რომ ჯანი ბუკიკიოსთვის არ ვწერთ კონსტიტუციას, არც მისი სამშობლოს ბედი წყდება ამ კონსტიტუციით. ის მშვიდად არის. ვიქნებით დემოკრატიული ქვეყანა, მეტი შესაძლებლობები გვექნება, მეტი უსაფრთხოება, მეტი კეთილდღეობა, თუ არა და ვიქნებით მუდამ ასე ნაცრისფერ ზონაში. ჰა, შეუტიეთ ახლა ბუკიკიოს და იძახეთ 9 წელი. ეს არ არის ბილეთი ევროკავშირში, არც ნატო-ში და არც პარტნიორებთან. ეს არის ბილეთი უკან საბჭოთა კავშირში. და, ჩვენ ვწყვეტ ჩვენს ბედს და მომავალს. როგორც თავად გადავწყვეტთ ზუსტ ისე ჩაივლის დანარჩენი ცხოვრება”, _ აცხადებს ხიდაშელი.