ე.წ. ელიავას ბაზრობის მოვაჭრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
მოვაჭრეები საკუთარი მაღაზიების ტერიტორიაზე შესვლას ითხოვენ, რის უფლებასაც პოლიციელები არ აძლევენ. მათი განცხადებით, ტერიტორიაზე შესვლა უსაფრთხო არ არის.
ადგილზე 20-მდე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს, თუმცა ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება, რადგან საწყობებში, სადაც ხანძრის ძირითადი კერაა, ადვილად აალებადი ნივთები, ავტომანქანის ნაწილები და საღებავებია მოთავსებული.
თავდაპირველად ხანძარი ბაზრობის მე-4, მე-5 სექტორს გაუჩნდა, შემდეგ კი ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსებულ სამსართულიან შენობაზე გავრცელდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზებისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. მაღაზიების მეპატრონეების ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები დაგივიანებით მივიდნენ, თუმცა ინფორმაცია დაზუსტებული არ არის.