სოფელ წინანდალში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
მსუბუქი ავტომობილისა და კომბაინის შეჯახების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. სამი დაშავებული კი, რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
საზოგადოებრივის ინფორმაციით, ავტომანქანაში მამა და მისი ოთხი ვაჟი იმყოფებოდა. გარდაცვლილი მამა-შვილი არიან.
საავადმყოფოში გადაყვანილი ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა და მას ოპერაცია უტარდება.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მევიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა.
1tv.ge