დეკანოზი მამალაძე საკუთარი გამოგონილი სქემით მდიდრდებოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„გახსოვთ დაცვა აპელირებდა, რომ დეკანოზი იყო კორუფციასთან მებრძოლი სასულიერო პირი, ამხელდა სასულიერო პირებს და თითქოს ამის გამო მოხდა მისი ჩამოშორება. რეალობა კი სხვა გვაქვს. მას შემდეგ, რაც ის კლინიკის დირექტორად დაინიშნა, თავის მეგობრის შპს-სთან გააფორმა ხელშეკრულება და თითქოს კონსულტაციების სანაცვლოდ უნდა გადაეხადა რაღაც თანხა. კონსულტაციები არავის გაუწევია და გადახდილი თანხა უკან უბრუნდებოდა ბრალდებულს ხელფასის სახით. ამ სქემით ის უსაფუძვლო გამდიდრებას ახდენდა და ამით მისი პიროვნული მახასიათებლებიც გამოჩნდა”, -აღნიშნა გუბელაძემ.
დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ დაკითხული ექსპერტების ჩვენების მიხედვით დასტურდება, რომ დეკანოზისადმი წაყენებული ბრალდება “შეთითხნულია”. მიხეილ რამიშვილის თქმით, “დეკანოზი აუცილებლად უდანაშაულო იქნება თუ ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულება არსებობს”. მისივე ინფორმაციით, პროცესზე აღკვეთი ღონისძიების მიზანშეწონილობა კიდევ ერთხელ გადაისინჯა და სასამართლომ დეკანოზი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
დღეს საქმეზე დაახლოებით 22 ექსპერტები დაიკითხა. პროცესი 7 ივლისს განახლდება.
1tv.ge