“ბატონი ბიძინა ძალიან კარგად გრძნობს თავს მტრის ჯინაზე” _ განცხადება, “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.
მისივე თქმით ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჭორების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება.
“მსგავსი ტიპის ჭორებს “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობა ავრცელებს,” _ აღნიშნა კახი კალაძემ.
მერობის კანდიდატის თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას მართავს არასწორია და მას “ნაციონალური მოძრაობა” მიზანმიმართულად ავრცელებს.
_ ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” და ხელისუფლების დიდი გულშემატკივარია, მაგრამ ის არ ერევა მთავრობის მუშაობაში, _ განაცხადა კახი კალაძემ.