“ვერ გამოაცხადებს პრეზიდენტი არჩევნების თარიღს პრემიერმინისტრის კონტრასიგნაციის გარეშე,“ – ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი თვითმმართველობის არჩევნების თარიღის დანიშვნას.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პრემიერმინისტრის თანხმობის გარეშე ვერ დანიშნავს არჩევნებს, რაც კონსტიტუცითაა გაწერილი.
„შარშან ჩემი პოზიცია რომ, რაც შეიძლება, ადრე იყოს არჩევნები, ამაზეც იყო გარკვეული დაძაბულობა მთავრობასთან. ბუნებრივია, შარშანაც ასევე დამდეს არაპრინციპულობაში ბრალი და არ ვიცი, კიდევ რა თეორიები მოჰყვა ამის თაობაზე. ხან ეს კინკლაობა სიტყვა იხმარეს,“ – განაცხადა მარგველაშვილმა გადაცემა “არჩევანში” სტუმრობისას.
მისი განცხადებით, წელს პრემიერმინისტთან მოხდა მოლაპარაკება არჩევნების თარიღთან დაკავშირებით და პროცედურები 2 თვით ადრე დაიწყება.