საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით კონსულტაციებში ჩართვის მზადყოფნას გამოთქვამს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შედგეს საერთო კონსესუსი დოკუმენტთან დაკავშირებით და ამისთვის „ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს”,_ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში განაცხადა, სადაც ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.
ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებას იმის შესახებ, რომ ისინი სტრასბურგში ვენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრას გეგმავენ.
„ჩვენ მივესალმებით ნებისმიერი ტიპის კონსულტაციებს, საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით და მზად ვართ, ჩავერთოთ ამ კონსულტაციებში”,_ აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.