დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, “ნაციონალი” დეპუტატის, ნიკა დობორჯგინიძის გამოჩენას ოვაციები მოჰყვა:
„აგი ვინაა? ვერ ვიცანი!“, „საკრებულოს ვადა მთავრდება და ახლა მოდი?“, „სად იყავი, ვის ფრაქციაში დარჩი, გაიგე, „ნაციონალები“ რომ გაიყვნენ?“ _ ასეთი კითხვები დაუსვეს და მოიკითხეს, ჯანმრთელობის მხრივ, თავიანთი კოლეგა საკრებულოს დეპუტატებმა, თან დარბაზში შემოსულ საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით დარჩიასაც მიმართეს:
_ ბატონო დათო, ეს კაცი გახსოვთ თუ დაგავიწყდათ? ჩვენი საკრებულოს დეპუტატია…
_ მართლა დამავიწყდა, მართლა! _ გაიღიმა დარჩიამ და ჩვეული ზრდილობით მიესალმა ნიკა დობორჯგინიძეს. ამ უკანასკნელმა კი, დეპუტატების კითხვებს, მოკლედ უპასუხა: „ბათუმში ვიყავი საქმიზა. დავრჩი ნაციონალურ ფრაქციაში“.
ფრაქციის თავმჯდომარემ დავით მჟავანაძემ კი დააზუსტა, რომ ნიკა დობორჯგინიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრად რჩება და ერთად გააგრძელებენ მუშაობას.