„მიწა აუცილებლად უნდა გაიყიდოს, მას უნდა გამოუჩნდეს და ჰყავდეს პატრონი“, _ ასე განაცხადა დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, როცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა წარმოადგინეს.
ნუსხაში კი სასოფლო-სამეურნეო მიწების საკმაო რაოდენობის (34 დასახელების), ფართობის მიწების გაყიდვაა დაფიქსირებული. მათ შორის _ სოფელ ბაილეთში 41, 554 კვ.მ, სოფელ ბახვში _ 18, 699 კვ.მ. და სოფელ ჭანიეთში 15, 675კვ. მ.
წარმოდგენილ სიაში მხოლოდ ერთი დასახელების იყო არასასოფლო-სამეურნეო მიწა, სოფელ ვაკიჯვარში, 358 კვ.მ. რაოდენობით.