დღეს მაშველებმა ჩხოროწყუში ადიდებულ მდინარეში შექმნილ კუნძულზე დარჩენილი ორი მოქალაქე საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინეს _ შსს-ს თანამშრომლებმა, მიუხედავად ძლიერი ქარისა, მაინც შეძლეს მოქალაქეების სამშვიდობოზე უვნებლად ამოყვანა.
სამაშველო ეკიპაჟს ხელმძღვანელობდა სასაზღვრო ავიაციის უხუცესი მფრინავი ბესიკ გაბიანი, ეკიპაჟის წევრებია_ ბესიკ ბაკურიძე, შალვა შალიბაშვილი, დიმიტრი ქააძე _ ისინი დღევანდელი დღის გმირები არიან.