2 კგ საქონლის ცხიმიანი ხორცი დავჭრათ კუბებად და თავისსავე ცხიმთან ერთად დავუმატოთ კარაქიც.
ჩავყაროთ ქვაბში, დავაყაროთ ხუთი საშუალო ზომის დაჭრილი ხახვი. კარგად ჩავშუშოთ. შემდეგ დავამატოთ ასევე კუბებად დაჭრილი კარტოფილი, სამი ფოთოლი დაფნა, ერთი კონა დაჭრილი ოხრახუში და კვლავ ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე. დავამატოთ ერთი კილო გაფცქვნილი, დაჭყლეტილი პომიდორი ან სამი სუფრის კოვზი ტომატი. კვლავ ვშუშოთ. შემდეგ დავამატოთ ორი-სამი ჭიქა ადუღებული წყალი და იდუღოს ნახევარი საათით მაინც. ბოლოს დავუმატოთ უცხო სუნელი, დანაყილი ნიორი, ხმელი ქინძი და მარილი გემოვნებით. ცოტა მომეტებულად ვუყოთ წითელი, ცხარე, დაფქული წიწაკა. მივირთვათ ცხლად.
შეგიძლიათ, კარტოფილის ნაცვლად გულიაშს დაუმატოთ პურის ფქვილით მოზელილი თხელი ცომის ფირფიტები, პატარა ნაჭრებად დაფასოებული, რომელიც გულიაშთან ერთად 15 წუთით მაინც უნდა იხარშოს. საუცხოოო კერძია, განსაკუთრებით ზამთრის ცივ ამინდებში.