https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ფლორის მესაიდუმლე ექთანი ქალბატონი, წვეთოვანს მუდმივად მხოლოდ ყვავილებს უდგამს

9:07; 7.07.2017
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩვენი გაზეთის მკითხველებს დღემდე მრავალი რესპონდენტი შევახვედრეთ, ვინც გვაოცებს საკუთარი კარმიდამოს დეკორაციული მოწყობის წესით. თუმცა, ყვავილთა ნაირსახეობების და ზოგადად ფლორაზე უსაზღვროდ შეყვარებულმა ქალბატონმა, დალი კეკელიძემ სრულიად განსხვავებული სვლა შემოგვთავაზა.

დალი კეკელიძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმაში ცხოვრობს და თავისი შემოქმედებითი ფანტაზიის ნაკარნახევი აკორდით, საკუთარი კარმიდამოს რელიეფისთვის ისე მოურგია თითოეული ძირი ბუჩქი, კაქტუსოვანი, ყვავილი თუ მარადმწვანე ეგზოტიკური ფლორის სახეობები, თითქოს ჩაფიქრებული აქვს, რომ ამ გარემოს მხილველი გააკვირვოს.

ჭიშკრიდან, ვაზის ტალავერით იწყება საბურავებით გამოყოფილი სიგრძივი გაზონები, დაუთვლელი სახეობის ყვავილებით და სადღაც, 150 მეტრის იქით, სახლის გვერდის ავლით, სიღრმეში იკარგება. კითხვაზე, სად ნახა ამდენი სახეობის ყვავილი ან როგორ შეუძლია ისე მოაქციოს გარემო, რომ ყველაფერი ერთად ჰყვაოდეს, ფოთოლი არ იყოს მოწყენილი და რაც მთავარია, ფოთლების ნაირსახეობებით რაღაც უცნაური ინდუსტრიაც შექმნას, მოკლე პასუხს იძლევა _ ეს ყველას შეუძლია, უბრალოდ, სურვილია საქმეო.

ყველაფერი მოძველებული ან დანიშნულების მიხედვით უკვე გამოუსადეგარი საგანი თუ ნივთი: საბურავები, პაპისეული ჩექმები, ბოტასები, ბურთები, ბოთლები, ბალონები, კეცები თუ ვედროები, აქ სანახაობრივ მთლიანობად ქცეულა და და ერთი საერთო სახელი _ ყვავილების ქოთნები ჰქვია. იქამდე, ქურთუკსა თუ ჯინსის შარვლებშიც საყვავილეებია მოწყობილი. ოღონდ ზოგი მიწაზე ზის, ზოგიც _ ღობეზე, ხეზე ან სულაც, ჰაერში ჰკიდია.

_ ამ ყველაფერს, 30 წელია, ვაკეთებ და ვუვლი, რაც ამ ოჯახის რძალი გავხდი. ჩემს დედამთილს საოცრად უყვარდა ყვავილები, ზოგადად, მცენარეები და მეც მოვიტანე ჩემი წილი ფლორის სიყვარული. მცენარე ჩემთვის ცოცხალი არსებაა, ადამიანივით მიდგას გვერდით და რაც მთავარია, ამ ყველაფერს ვაკეთებ არა მარტო სილამაზისთვის. დამიჯერეთ, უზარმაზარი ენერგია მოდის _ შევხედავ და დაღლილობა მეხსნება, განწყობა მიძლიერდება, რომ უდიდეს საოჯახო მეურნეობას და სამსახურს ერთად გავუძღვე, _ გვეუბნება ქალბატონი დალი და ჭიშკართან მოწყობილ “ნატვრის ხესთან” მივყავართ. ხის ჩრდილქვეშ, შტამბისა და ვარჯის გასაყარზე, ყველა განივ ტოტზე სხვადასხვა ნივთისგან “შობილი” ქოთანი ჰკიდია _ ზოგი ბოტასისგან, ზოგი ბურთისგან, ზოგიც პაპისდროინდელი ჩექმებისგან. ყვავილთა ფერებიც ჰარმონიაშია: წითელი, ყვითელი და ლურჯი ერთმანეთს ეხუტება. ხალიჩოვანები უფრო დაბალ საბურავებშია განთავსებული. კაქტუსოვნები კორდებზე, პირდაპირ მზის გულზე ნებივრობენ _ ვერაფერს დაუწუნებ, რელიეფის განცდაც ხაზებს ექვემდებარება.

_ ჯამში, ოთხი ჰექტარი მიწა გვაქვს, რაზეც საყანე და სათხილე ფართობებია, სამ ჰექტარს მოიცავს. დანარჩენზე კი სახლი, სხვადასხვა სადგომი და ყვავილთა სამფლობელოა, _ გვეუბნება მასპინძელი.

დალი კეკელიძე ჩოხატაურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მუშაობს. როგორც “112”-ის თანამშრომელი, აქაც მუდამ მობილიზებულია და შინ და გარეთ “სმენაზე დგომა” უწევს.

საოჯახო მეურნეობა _ სამი ძროხა, 10 თხა, ცხვრები, ღორები, ქათმები, ინდაურები…

_ როცა ყველაფერს კარგად ააწყობ, ოჯახშიც გვერდით გიდგანან და სრული შეთანხმება სუფევს, მერე ძალიან ადვილია ყველაფერი. ყველა საქმეს კი ეს საყვავილეთი მაძლევინებს. ერთმა ფოთოლმაც რომ მოიწყინოს, მეც ძარღვი შემიტოკდება, ამიტომ ვარდებს, კალებს თუ ლომისპირებს ყველას წვეთოვანა დავუდგი. ასე ხშირად მორწყვა არ სჭირდება, განსაკუთრებით ვარდებს ვუფრთხილდები, _ გვეუბნება ქალბატონი დალი და იუმორსაც არ იშურებს _ წვეთოვანს მარტო ავადმყოფებს კი არ ვუდგამ, ყვავილებს მუდმივად ვამარაგებ, ადამიანები კი ღმერთმა დაიფაროს მუდმივად სამედიცინო დახმარებისგანო.

ხელნაკეთი წვეთოვანა: პლასტმასის ბოთლებს, მცირე ზომით, ზედა ნაწილი წაჭრილი აქვს, ბუჩქის თუ ღეროს შუა ნაწილშია ჩამაგრებული და ფსკერის უწვრილესი ნახვრეტით ყვავილებს წყალი მიეწოდება. შემდეგ კი, მთელი კვირის განმავლობაში, ხან უფრო დიდხანს, მორწყვა არ სჭირდება.

დალი კეკელიძის მეუღლე არჩილ ჩხიკვაძე, პროფესიით მძღოლია და ახლა შორეულ რეისშია წასული, შვილები (გოგონები) კი დაოჯახებულები არიან.

_ ყველაფერი ისე უნდა დავახვედრო მეუღლეს, თითქოს სახლიდან არც გასულა. თვითონაც საოცარი დახმარება იცის. თვალებით უფრო ვსაუბრობთ, სალაპარაკოდაც არ ვცდებით, _ გვეუბნება ქალბატონი დალი და იმასაც გვთხოვს, “ნუ გაიკვირვებთ ჩემს სიყვარულს ფლორის მიმართ, ის დაწერეთ და ჩემი რჩევა გააგონეთ ხალხს, რომ ყველა ადამიანს შეუძლია ეს გააკეთოს, სული და გარემო გაილამაზონ. უბრალოდ ნუ დაიზარებენ. წარმოიდგინეთ, ყველა ოჯახში ასე ადვილად ასაშენებელი “ყვავილების ქვეყანა”. ერთი დიდი სოფელი, ერთ დიდ თაიგულს დაემსგავსება! რა განწყობა და უსაზღვრო დადებითი ენერგია წამოვა. ამას ხომ არ სჭირდება ბანკის სესხი და ინვესტიცია? ყველაფერი აქვე გვაქვს. საკუთარ თავს უდიდეს სიამოვნებას ნუ დაუკარგავენ… ცრუმორწმუნე სულაც არ ვარ, მაგრამ ყვავილების წალკოტი ჭიშკართან რომ შეგეგებება, უნდა გჯეროდეს, რომ იქ საქმე კარგადაა”, _ ამბობს ქალბატონი დალი და ამ ყველაფრის გვირგვინად და გამოხატულებად ხალხური სიმღერის სიყვარულს მიიჩნევს _ ის მომღერალი ოჯახიდანაა. ბავშვობიდან ფოლკლორის ტრფიალია და უფრო მეტიც, შესანიშნავად ახერხებს, ჩოხატაურის კულტურის სახლის ქალთა ანსამბლში ( “მანდილი”) იმღეროს:

_ ქალს მაშინ უნდა გემღერებოდეს, თუ სახლში საქმე მოგვარებული გაქვს და სამსახურშიც, თორემ ცარიელ სიმღერას რა “გემო” აქვს.

სამსახური, ოჯახი, უდიდესი სამეურნეო საქმე და ოაზისად ქცეული კარმიდამო თუ სიმღერით გვირგვინდება, ჰანგს მეტი ხიბლი სწორედ ამ დროს ენიჭება. სიმართლეს ამბობს ჩვენი მასპინძელი და რა გასაკვირია, რომ ემღერებოდეს, ქალბატონ დალის!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

რატომ შეუწყდა სოციალური დახმარება საწოლს მიჯაჭვულ ახალგაზრდა ომის ვეტერანს

"ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები" _ საქალაქო სასამართლო თათარაშვილის საქმეზე

ყველა სიახლე

საზოგადოება

დეკანოზი ჯაღმაიძე: სამჯერ დავაყენეთ პატიმრების, მათ შორის მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხი

15:17; 2.01.2026
საზოგადოება

დედაქალაქში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან გაიწმინდა

15:09; 2.01.2026
საზოგადოება

როდემდე გადავადდა შორ მანძილზე მგზავრთა მიკროავტობუსებით გადაყვანის აკრძალვა

13:56; 2.01.2026
საზოგადოება

ოზურგეთში 2026 წლის პირველი ახალშობილი დაიბადა

13:39; 2.01.2026
სამართალი

“წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა”- ბრალდებული სამეგრელოში დააკავეს

13:15; 2.01.2026
საზოგადოება

როდემდე იფუნქციონირებს საახალწლო სოფელი თბილისში

13:05; 2.01.2026
მსოფლიო

საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

10:18; 2.01.2026
საზოგადოება

რა ვითარებაა ნატახტარი-ბორითის სატრანსპორტო კვანძზე

10:08; 2.01.2026
ზაფრანი

საინტერესო ფაქტები ახალი წლის შესახებ

9:58; 2.01.2026
ზაფრანი

იცნობდეთ – სანტა კლაუსი

9:56; 2.01.2026
ზაფრანი

საახალწლო ტრადიციები – ბრინჯის ფაფა, ჩაი და მაკარონი…

9:53; 2.01.2026
კულტურა

ყველაზე პოპულარული საახალწლო – საშობაო ფილმები

9:49; 2.01.2026
ზაფრანი

მამაკაცი და ახალი წელი

9:45; 2.01.2026
საზოგადოება

3 და 4 იანვარს საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი დაცემაა მოსალოდნელი

23:05; 1.01.2026
საზოგადოება

მძღოლებს, რომელთაც მართვის უფლება ქულების ამოწურვის გამო აქვთ შეჩერებული, დღეიდან აღნიშნული უფლება ავტომატურად აღუდგებათ

22:27; 1.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო