ნარკოდანაშაულის საქმეზე ბრალდებული მიხეილ თათარიშვილი წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა და მას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გირაო გაუუქმდა.
ნარკოდანაშაულის საქმეზე დაკავებული, მიხეილ თათარიშვილი, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ 27 ივნისს გათავისუფლდა. მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 10 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა.
თათარიშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 15 მარტს დააკავეს. მას გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდა.
მიხეილ თათარიშვილი საქართველოს პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის მეგობარია. პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი აცხადებდა, რომ მიხეილ თათარიშვილს 18 აბი სუბუტექსი ჩაუდეს.
1tv.ge