ცოტა ხნის წინ იტალიაში პოლიციელებმა თავად პიკასოს მიერ დამზადებული სათამაშო გიტარა აღმოაჩინეს, რომელიც მან ქალიშვილს – პალომას გაუკეთა.
ამ ისტორიულ ნაკეთობას, რომელიც ამიერიდან მაკანიოს მუზეუმში დაიდებს ბინას, ერთ-ერთი ბიზნესმენის სახლში, ფეხსაცმლის ყუთში მიაგნეს და ბრალიც წაუყენეს.
თურმე თავის დროზე პიკასომ სათამაშო გიტარა იტალიელ მხატვარ ჯუზეპე პარისის გადასცა, მან კი აღნიშნულ ბიზნესმენს გიტარა მინის ბუდის დასამზადებლად მისცა…
მხოლოდ პარისის სიკვდილის შემდეგ გაამჟღავნა მისმა ქვრივმა, თუ ვის ჰქონდა პიკასოს უცნაური შედევრი.