აშშ-ში, სამხრეთ კაროლინის შტატში მდებარე მკაცრი რეჟიმის საპყრობილიდან პატიმარი ჯიმი კაუსი დრონის დახმარებით გაიქცა – იუწყება Fox News.
ტელეკომპანიის ცნობით, უპილოტო აპარატის მეშვეობით, პატიმარს მიაწოდეს მკვნეტარა, რომლითაც გაქცევისას ისარგებლა. თუმცა, გაქცეული პატიმარი მალევე იპოვეს.
კაუსის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი – ის ადვოკატისა და მისი ოჯახის წევრების დახოცვაშია ბრალდებული.
პატიმარმა ერთხელ უკვე სცადა გაქცევა, რის გამოც, ციხე შეუცვალეს. ამჯერად, ის საპყრობილიდან ორიათასი კილომეტრის მოშორებით დააკავეს.
1tv.ge