ამერიკის შეერთებულ შტატებში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შემთხვევა მისისიპის შტატში სოფელ ჯექსონის ტერიტორიაზე მოხდა.
ადგილობრივი შერიფის თქმით, დაღუპულები საზღვაო ფლოტის ჯარისკაცები არიან.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია იმყოფებოდნენ თუ არა თვითმფრინავში სამოქალაქო პირები.
„ჩვენი ჯარისკაცები თავისუფლების დასაცავად საკუთარ სიცოცხლეს ყოველდღე საფრთხის ქვეშ აყენებენ“,_ნათქვამია მისისიპის მთავრობის განცხადებაში.