საქმე შესაძლოა, პატრიარქის ლიკვიდაციის თემასთან გვქონოდა – ამის შესახებ ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლოში დაიკითხება.
არჩილ გამზარდიას განმარტებით, სავარაუდოდ, კითხვები შეეხება პროცედურულ ნაწილს და იმ სტატუსს, რომელიც მან სოციალურ ქსელში ამ თემაზე გამოქვეყნდა. მისთვის გაუგებარია, რა კავშირი აქვს მას საქმის დღეს არსებულ კვალიფიკაციასთან, რადგან ის მის თავდაპირველ ვერსიაზე რჩება.
„მე ვრ სასამართლოზე დაბარებული, რომელიც ეხება მამალაძის საქმეს, მაგრამ, ჩემი მოსაზრებები მამალაძის თემას არ ეხება. ჩემი პოზიცია იყო პატრიარქთან მიმართებაში და საინტერესოა, მიმდინარე სასამართლო თუ აისახება იმ კონტექსტში, რა კონტექსტზეც მე ვსაუბრობდი. იმიტომ, რომ ეს არის ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ნაწილი. ვნახოთ, თუ გამოადგებათ ჩემი ჩვენება. რაც მე აქამდე გამოვხატე, ჩემი პოზიციები არ შეცვლილა, რომ საქმე შესაძლოა გვქონოდა პატრიარქის ლიკვიდაციის თემასთან.
ნებისმიერი გადაწყვეტილების მიუხედავად, მე ვიტოვებ უფლებას, როგორც მოქალაქე, ჩემი მოსაზრება მქონდეს. მე მაქვს მოსაზრება, რომ ეს არის პატრიარქის ლიკვიდაციის შესაძლო პროცესი და ყველა სხვა დანარჩენი დეტალია“, – აცხადებს არჩილ გამზარდია.
1tv.ge