ევროპაში გასულ წელს წითელათი დაავადების შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, იტალიაში წითელას 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა, ხოლო ქვეყანაში 3 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
რუმინეთში წითელამ 31 ადამიანი იმსხვერპლა.
წითელათი დაღუპვის შემთხვევები ასევე გერმანიაში და პორტუგალიაშიც დაფიქსირდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორმა, მომხდარს მიუღებელი ტრაგედია უწოდა.
„შეშფოთებულები ვართ,რადგან წითელა მსოფლიოს მასშტაბით სიკვდილის გამომწვევ მიზეზად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომია. მოვუწოდებ, ყველა ენდემურ ქვეყანას სასწრაფო ზომების მიღებისკენ, რომ წითელას გავრცელება შეჩერდეს,“_აცხადებს ის.
როგორც ცნობილია, წითელა გადამდები დაავადებაა, მაგრამ მოსახლეობის 95%-ს ვაქცინის გაკეთებით დაავადების შეყრისგან თავის დაცვა შეუძლია.
მაუწყებლის ინფორმაციით, გერმანია იმუნიზაციის შესახებ კანონს ამკაცრებს, იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით კი სკოლაში ჩარიცხვამდე ბავშვებს აცრების გაკეთება 12 დაავადებაზე მოუწევთ.