https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქართული სანელებლების მიზანმიმართული დისკრედიტაცია თუ რეალური საფრთხე?

7:07; 13.07.2017
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ქართული სანელებლების შესახებ გახმაურებულ ამბავმა, რაც ამერიკის ჯანდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებას მოჰყვა, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. გაჩნდა კითხვები _ ამ კონკრეტულ პროდუქტში მართლა არის ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნივთიერება თუ ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტისა, რომელიც ძალზე პოპულარულია ქვეყნის შინ და გარეთ?

რიგითი ადამიანები, რომლებიც სანელებლების ვაჭრობით პურის ფულს შოულობენ, შიშმა მოიცვა _ ვაითუ, ამ პროდუქტის რეალიზაცია აიკრძალოს?!

ნაილი მარგველანს, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, 25 წელია ამზადებს სვანურ მარილს, სასაცილოდ არ ჰყოფნის ქართული სანელებლების შემადგენლობაში მომწამლავი ნივთიერებების არსებობა:

_ ეს რა მოუფიქრებია ვიღაცას? რა ტყვია და რკინა აუტყდათ?! სადმე წესიერი ლაბორატორია არ არის? მე ბავშვობიდან ვიცი სვანური მარილის დამზადება, ნამდვილი სვანური მარილის, რომელსაც მესტიაში მოწეული სანელებლის _ გიცრულის არომატის გარეშე, ფასი არ აქვს. ისე, ბევრი ამზადებს ახლა ბოსტნის ბალახ-ბულახს, შეაზავებენ წიწაკით და მარილით და სვანური მარილიაო _ იძახიან. სვანური მარილის კეთება ჩემი ბებიისგან, ელისაბედ ჯამბურიძისგან მაქვს ნასწავლი. მახსოვს, ბავშვობაში, როცა ბიჭები ქეიფობდნენ, ელისაბედის მარილი მოგვიტანეთო, იძახდნენ. არაფერს მიაკლებდა, ექვსნაირი სანელებლისგან ამზადებდა. 25 წელია, სვანურ მარილს, ამ საოცარ სანელებელს ვყიდი. ხან მე თვითონ მივდივარ სვანეთში, ხან იქiდან მიგზავნიან გიცრულს, ქინძს, სხვა სანელებლებს, რომელიც მხოლოდ მესტიაში უნდა მოიყვანონ _ იქაური დამტვერვა სულ სხვა არომატს სძენს სანელებლებს. ნამდვილი სვანური მარილი ექვსი სანელებლისგან შედგება და თორმეტ დაავადებას უხდებაო, _ ამბობდა ბებიაჩემი. ერთსაც გაგიმხელთ _ ბებია ამბობდა, ძალიან ადრე, ცოტა რაოდენობით, გიცრულთან ერთად სვანურ მარილს, ამ საოცარ სანელებელს, კანაფსაც ურევდნენო. ოღონდ მინიმალური რაოდენობით. თუმცა, თანდათან უარყვეს. არავინ დაიჯეროს, რომ ჩვენებურ სანელებელში რაიმე საზიანო იყოს. აი, ვინც ავრცელებს მაგ ხმებს, მათ ხომ არ უდევთ გულში ასეთი ზრახვები? _ კითხვას სვამს ნაილი მარგველანი.

ოზურგეთის ბაზრებსა და სავაჭრო წერტილებში ოცამდე ადგილი მოვიარეთ, სადაც სანელებლებით ვაჭრობენ.

რაისა ხუტორნაია, ეროვნებით რუსი, საქართველოში დაბადებული ქალბატონია:

_ დიდი ხანია, სუნელებით ვვაჭრობ. ყველაფერი მაქვს. აქ ჩამოდიან ქუთაისიდან და ჩვენ მათგან ვყიდულობთ. ყოველ პარასკევს ჩამოდიან. მე მაქვს როგორც დაფქვილი, ისე მზა მასა სანელებლებისა. ზოგს თესლად უნდა და ამიტომ ორივე სახით ვყიდულობ. არასდროს მახსოვს, ვინმე მოეწამლოს. შინ ამას ვხმარობ და ხალხიც სულ ყიდულობს. მე ეს ამბავი, რაღაც სისულელე და ბოროტად გამიზნული მგონია. იქნებ, ჩვენ, ამ საცოდავ ხალხს აგვიკრძალონ ახლა სანელებლების ყიდვა-გაყიდვა!

სანელებლებით მოვაჭრეთაგან ზოგი გვარ-სახელს არ გვეუბნება და მხოლოდ საკუთარ დახლზე დალაგებული სანელებლების გადაღების უფლებას გვაძლევს, თან ბრაზობს: “კაცი როგორ არ უნდა გაგიჟდე?! 1990 წლიდან, რაც ქვეყანა აირია, ამ სანელებლებს ვყიდი. დათესილიც საკმაო ფართობზე გვაქვს. ვყიდულობ მზა მასალას, ვფქვავ და მერე ვყიდი. 27 წელია, არავინ მოუწამლავს და ახლა ამერიკაში “ჩაფრინდა” ჩვენგან საწამლავი ნივთიერება? კვების ტექნოლოგიის სპეციალისტი ვარ, ტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე, ქვეყანა რომ დაინგრა, მაშინ. ამ საქმის გამეგებოდა და იმიტომ ვცადე, პურის ფული მეშოვა. ვიცი, ახლა ჩვენ მოგვადგებიან. შეამოწმონ ერთი, ჩემს ეზოში მოწეულს ვყიდი, ძირითადად. თავს მიხედონ მაგ ამბების მომფიქრებლებმა”, _ გვეუბნება ოზურგეთის ბაზარში სანელებლებით მოვაჭრე ერთ-ერთი ქალბატონი.

ნორა თავდიშვილი 79 წლის პენსიონერია, რომელიც 30 წელია სანელებლებით ვაჭრობს ოზურგეთის ბაზარში. ის გვიჩვენებს ყავის საფქვავს, რომელსაც სანელებლების დასაფქვავად იყენებს. გვეუბნება, რომ 30 წელია, სანელებლების გაყიდვით შოულობს პურის ფულს და მოკლე პასუხი აქვს:

“ჭორია ეგ! რომელი ქართველისგან იყიდეს იმ ამერიკელებმა საწამლავი სანელებელი?! კაცმა ცოტა ხანს მაინც რომ დაიჯეროს, ისეთი ტყუილი თქვა იმ ამერიკელმა. მან ამერიკული სუნელი ჭამოს, ქართულმა კი გვაწყინოს ჩვენ”, _ ასე საჩქაროდ, გურული სისწრაფით გვითხრა ქალბატონმა ნორამ და სანელებელზე მიგვიპატიჟა: “წაიღეთ, გაასინჯეთ ვისაც გინდათ სირცხვილს არ გაჭმევთ!”

ოზურგეთის აგრარულ ბაზრის (რომელიც ახლა შპს “სოფლის ნობათის” სახელითაა დაფიქსირებული) დირექტორი ნოდარ ცინცაძე გვეუბნება, რომ აქ სარეალიზაციოდ არაერთი რეგიონიდან შემოაქვთ სანელებლები და დღემდე მსგავსი არაფერი სმენია: “ქუთაისიდან შემომტანები ამბობენ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს და აკონტროლებს. მეტს ვერაფერს გეტყვით”.

ბაზარში განლაგებული დახლების შუაგულში, დიდი ტრაფარეტია გამოკრული წარწერით: “უცხო და ხმელი სუნელები _ საბითუმო ფასები. წისქვილი”. ადგილზე გამყიდველს გავესაუბრეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ტომრებით უდგას დასაფქვავი სანელებლები _ ქინძი, ცერეცო, წიწაკა, უცხო სუნელი, ზაფრანი და ადგილზე ფქვავს, მომხმარებლის თვალწინ:

_ მე დაფქულ სანელებელს არასდროს ვყიდულობ. აქვე ვამზადებ. ჩემთან, ძირითადად, რესტორნებიდან და კვების სხვადასხვა ობიექტიდან მოდიან. არ მაქვს გაყიდვის პრობლემა, _ გვითხრა მან და დააკონკრეტა, რომ სანელებლით მოწამლული საქართველოში, რაც თავი ახსოვს, არავინ უნახავს.

როგორი მოწამვლა არ გამიგია და უცხო სუნელს კაცი მოეწამლოს, პირველად მესმის. რაღაც ახალი აღმოაჩინეს, ალბათ, ამერიკაში და იმედია, საბოლოოდ გვეტყვიან სიმართლეს.

 “გურია ნიუსი” ეწვია ოზურგეთის პირველ სავაჭრო სახლს, რომელსაც ახალ ბაზარსაც ეძახიან.

 მმართველი მენეჯერი თამილა გალოგრე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ სავაჭრო სახლში შემოდის, როგორც დაფქული, ისე, მზა სანელებელი. ფასებიც რეალურია. რაც შეეხება შემოწმებას, სურსათის უვნებლობის სამსახური მუდამ იღებს სინჯებს. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ სანელებლებში ტყვია ან რაიმე საშიში ნივთიერება აღმოჩენილიყო.

“გურია ნიუსი”, ასევე, დავუკავშირდით ოზურგეთში სანელებლების ერთ-ერთ მთავარ რეალიზატორს ზაზა კვერნაძეს, რომელსაც, როგორც ამბობენ, ყოველი კვირის ბოლოს ქუთაისიდან ჩამოაქვს დიდი რაოდენობით სხვადასხვა დასახელების სანელებელი და ამარაგებს აქაურ ბაზრებსა და სავაჭრო ცენტრებს.

_ მე ამ საქმეზე ვმუშაობ, თუმცა, არ ვარ გადამყიდველი. წყალტუბოში ერთ ჰექტარ ფართობზე მომყავს ქინძი, ცერეცო, უცხო სუნელი. უკვე ავიღე მოსავალი. ამ დროისთვის ხმება. ასევე, შემომაქვს სხვა ქვეყნის სანელებლებიც. ინდოეთიდან შემოდის, ძირითადად. დღესაც ამ საქმეზე ვარ. საბაჟოზე აიღეს ნიმუშები. ბათუმში წაიღეს შესამოწმებლად. მე მაქვს ინფორმაცია, რომ მხოლოდ აჯიკაში იყო ტყვიის შემცველობა. ახლა ზუგდიდში ვარ. დალუქულია წყალიც კი, რომლითაც აჯიკისთვის საჭირო მასალა გაირეცხა. საგანგაშო არაფერი მსმენია. რვა დღეში გვეცოდინება პასუხი. ვფიქრობ, რომ აქ ვიღაცის ბიზნეს-ინტერესები იკვეთება, თან მაღალ დონეზე, _ გვითხრა კვერნაძემ.

“გურია ნიუსი” დაუკავშირდა სურსათის უვნებლობის სამსახურის პრესსამსახურის უფროსს თეა შველიძეს:

“უახლოეს საათებში ველოდებით პასუხს ლაბორატორიიდან. როგორც კი დაზუსტებული ინფორმაცია გვექნება, მაშინვე მოგაწვდით”, _ გვითხრა თეა შველიძემ.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთში აღებული სანელებლების შვიდი სინჯიდან არც ერთში არ აღმოჩნდა ტყვია.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

20:43; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15 სექტემბერი, 2026

ცეცხლსასროლი იარაღის და ვაზნების უკანონო რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სოზარ სუბარმა წყალტუბოში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა (R)

ყველა სიახლე

მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16.09.2026
სამართალი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში – ლილუაშვილის ადვოკატი

18:40; 16.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

18:23; 16.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16.09.2026
ფინანსები

SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

17:45; 16.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16.09.2026
ფინანსები

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი 17 სექტემბრისთვის

17:12; 16.09.2026
სამართალი

შსს-მ ქვემო ალვანში 10 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

17:07; 16.09.2026
ფინანსები

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა

17:00; 16.09.2026
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია

16:54; 16.09.2026
x
პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე – Enka-სთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას

16:34; 16.09.2026
სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს

14:58; 16.09.2026
ფინანსები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

14:54; 16.09.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები დაამტკიცა

14:49; 16.09.2026
სამართალი

შეჩერებული „ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის საქართველომ თურქულ Enka-ს 400 მლნ დოლარზე მეტი უნდა გადაუხადოს

14:28; 16.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო