ერთ-ერთმა ამერიკულმა ლიტერატურულმა გამოცემამ ცნობილი ამერიკელი მწერლის ერნესტ ჰემინგუეის საყვარელი გამონათქვამები შეაგროვა და საკუთარ მკითხველს მიაწოდა.
როდესაც რამე არ გამოგვდის, უნდა მოვიგონოთ, რომ ვითომ გამოგვდის, მაგრამ ეს იმდენად ბუნებრივად და დამაჯერებლად უნდა გავაკეთოთ, რომ ერთ დღეს მართლა გამოგვივიდეს.
ყველა ცუდ მწერალს უყვარს ისტორია.
მორალური არის ის, რაც კარგ ხასიათზე გაყენებს და მოგწონს. ამორალური კი არის ის, საწოლიდან რომ წამოდგები და მიხვდები, ამ ყველაფერს აზრი არ ჰქონდა.
ქალები არიან პრობლემების დიდი ნაკრები, რომელიც ყველას გვიყვარს.
რაც უფრო იზრდები, მით უფრო გაკლდება კერპები, მაგრამ ისინი აუცილებელია.
ნებისმიერი საშინელი მოვლენა უმანკოებით იწყება.
ჭკვიანმა კაცმა ხანდახან უნდა დალიოს, თორემ გაგიჟდება.
სამოგზაუროდ არასოდეს წახვიდეთ იმათთან ერთად, ვინც გულწრფელად არ გიყვართ.
თუ ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, ისინი ბედნიერები ვერასოდეს იქნებიან.
კატებს თავიანთი გრძნობების გამოხატვის საოცარი უნარი აქვთ, ადამიანებსაც იგივე უნარი რომ გვქონდეს, ყველაფერი ბევრად უფრო გამარტივებული იქნებოდა.
არასოდეს აგერიოთ ემოცია და მოქმედება.
ადამიანმა ბევრი ცუდი უნდა ნახოს, რომ სასაცილო რამე დაწეროს.