გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 ივლისიდან საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსთა ცნობით, ხვალ, საქართველოს მასშტაბით, სიცხეები შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა 36-38 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთში _ 35-37.
რაც შეეხება, 19-20 ივლისს, საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და 29-31 გრადუსი იქნება.