პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” საგანგებო განცხადებას ავრცელებს და შსს ს მიმართავს:
„გვსურს, გამოვეხმაუროთ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს. პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” მომხდარის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს და ვინც უნდა იყოს დაპირისპირების მხარე, ძალადობის ყოველგვარ ფაქტს კატეგორიულად გმობს. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სამართალდარღვევის ფაქტზე დროული რეაგირება მოახდინონ. ასევე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, მსგავსი ფაქტები პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ“, _ ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, ნიკა მელიამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ახალციხეში, სოფელ ურაველში, პარტიის წარმომადგენელი ბეგლარ კაპანაძე (ამავე სოფელში ჩვენი გამგებლობის კანიდატი) შვილთან და 80 წლის მამასთან ერთად „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა სცემეს.
ამავე თემაზე:
„ნაციონალების“ გამგებლობის კანდიდატი “ოცნების” აქტივისტებმა სცემეს