BBC-ს ინფორმაციით, გიგანტური აისბერგი, სახელწოდებით A-68, რომელიც გასულ კვირას მოსწყდა ანტარქტიდას, ზღვის მიმართულებით ცურვას განაგრძობს. სააგენტოსვე ცნობით, ლარსენის შელფურ მყინვარსა და აისბერგს შორის მანძილი სულ უფრო იზრდება.
აისბერგი ტრილიონ ტონას იწონის, ხოლო მისი ფართობი 6000 კვადრატული კილომეტრია.
სპეციალისტებს მოვლენების შემდგომი წინასწარმეტყველება უჭირთ, თუმცა მიიჩნევენ, რომ აისბერგი კიდევ რამდენიმე ნაწილად გაიყოფა.