ქობულეთის გამგეობაში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებენ ვაკანტური საშტატო ერთეულის მიმართ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით საკონკურსო პირობებით წამოყენებულ მოთხოვნებს. კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე (www.hr.gov.ge ) და გააკეთონ განაცხადები სასურველ პოზიციაზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 ივლისი. კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდება – განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.
იხილეთ ბმული: http://kobuleti.org.ge/upload/konkursi-31%20ivlisi.pdf (R)