ქობულეთში უამინდობამ უმნიშვნელო პრობლემები შექმნა. სტიქიასთან ბრძოლის შტაბი სულხან ევგენიძის ხელმძღვანელობით საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მობილიზებულია ტექნიკა და სამაშველო ჯგუფები.
ამ დროისათვის მუნიციპალიტეტში მდგომარეობა სტაბილურია და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მიმდინარეობს მონაცემთა ბაზის დამუშავება. ამ ეტაპისთვის გამგეობაში 4 განაცხადია დაფიქსირებული, რომელთა დეტალურ შესწავლა მიმდინარეობს. დაზარალებულთა მდგომარეობას სტიქიის შემსწავლელი კომისია განიხილავს. (R)