პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ამ წუთებში, მედიასახლ “გურია ნიუსის” ოფისში, “ივლიტას ბიბლიოთეკაში” ახალგაზრდებს ხვდება.
შეხვედრის მთავარი თემა ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის აუცილებლობა, პოლიტიკური განათლების მნიშვნელობა და საკონსტიტუციო ცვლილებებია.
ღონისძიება ერთ საათზე მეტია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.
ახალგაზრდები საკონსტიტუციო ცვლილებების გარდა, საგარეო პოლიტიკით, პრეზიდენტისა და პარლამენტს შორის არსებული დაპირისპირების დეტალებითაც დაინტერესდნენ და აბაშიშვილს შესაბამისი შეკითხვებიც დაუსვეს, რომელზეც ვრცელ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.