„ჩვენს კულტურაში დევს იმის წამალი, რაც გვჭირს დღეს ქართული მარშის სახით, რომელიც ამოვარდნილია, პირიქით, ანტიქართულია, ანტითბილისურია თავისი სულისკვეთებით,“_ ეს განცხადება პოეტმა, რატი ამაღლობელმა გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ე.წ. ქართველთა მარშთან დაკავშირებით გააკეთა.
რატი ამაღლობელის აზრით, ე.წ. ქართული მარშის სულისკვეთება ქართული ისტორიის წინააღმდეგ მიდის. მისი თქმით, მარშის სულისკვეთება ისტორიისგან ამოვარდნილია.
რატი ამაღლობელის აზრით, ე.წ. ქართულ მარშთან დაკავშირებით ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს პოზიცია.
“მესიჯებს პულსი არ ესინჯება”, – აღნიშნა რატი ამაღლობელმა.
rustavi2.ge