ჯაჯის ტბა მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2655 მეტრ სიმაღლეზე, ვანის, ადიგენის და ჩოხატაურის საზღვარზე, სოფელ ზემო სურებში მდებარეობს.
ჩოხატაურისა ცენტრიდან ჯაჯის ტბამდე 54 კილომეტრია.
ტბის მაქსიმალური სიღრმე 5 მეტრია. აუზის ფართობი _ 0,89 კმ².
საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალი მტკნარი, სუფთა, გამჭვირვალეა გაუდინარია.