ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 18 წარჩინებულ კურსდამთავრებულს, რომელთაგან 14 ოქროს მედალოსანია, ხოლო ოთხი _ ვერცხლის მედალოსანი, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო ჩიტაძემ მედლები გადასცა.
გამგეობის სხდომათა დარბაზში გამართულ ღონისძიებას გამგებლის პირველი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძე ესწრებოდნენ, რომელთაც წარმატებულ ახალგაზრდებს შემდგომი წინსვლა უსურვეს.
ჯამში, ყველაზე მეტი მედალი, პირველი საჯარო სკოლის აღზრდილებმა მიიღეს: მარიამ ქინქლაძე, ნინო ანთაძე, ნიკა დოლიძე და რევაზ დოლიძე ოქროს მედალოსნები არიან, ხოლო მათივე თანასკოლელი მარია ზარიძე ვერცხლის მედალოსანი გახდა.
წარჩინებული სწავლისთვის, ასევე, ოქროს მედლები დაიმსახურეს: ანა ჩიკაშუამ (მეორე საჯარო სკოლა); თათია წილოსანმა, ნანა მიქელაძემ, ანი კვირკველიამ (მესამე საჯარო სკოლა); მარიამ იმნაძემ, ირაკლი კუკულაძემ, თორნიკე სულაბერიძემ, რატი ურუმაშვილმა (ჩიბათის საჯარო სკოლა); მედეა დოლიძემ, მარიამ ორაგველიძემ (შუხუთის საჯარო სკოლა).
სასულიერო გიმნაზიის აღზრდილებს ნინო ყურუასა და დავით ჩხაიძეს ვერცხლის მედლები გადაეცათ. ვერცხლის მედალი გადაეცა აგრეთვე, ერეკლე ჩხაიძეს, რომელიც აცანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია.