NDI-ის საზოგადოებრივი კვლევის თანახმად მთავრობის საქმიანობას კარგად მხოლოდ 9% აფასებს.
კითხვაზე როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას _ 1% პასუხობს ძალიან კარგად, 9% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 52%-ის შეფასებაა საშუალო, 23% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, ხოლო 12% ძალიან ცუდად.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი – 9 ივლისის პერიოდს მოიცავს.
კვლევა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.