ვაშინგტონის ციხეში დრონი ჩამოვარდა, რომელსაც მობილური ტელეფონი, თამბაქო და მარიხუანა გადაჰქონდა. აღნიშნულ ინფორმაციას AJC სასჯელაღსრულების დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, დრონი პატიმრებისთვის კონტრაბანდის მიღების ახალ საშუალებად იქცა, რასაც პატიმრები ერთმანეთს სადგებლის ნახვის მიზნით ჰყიდიან.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპიკერის, ჯოან ჰეითის თქმით, დრონი ციხის ტერიტორიაზე ორშაბათს დაეშვა.
მაუწყებლის ცნობით, სპიკერმა ვერ შეძლო იმის თქმა თუ რამდენი მობილური ტელეფონი ან რა რაოდენობის თამბაქო და მარიხუანა ამოიღეს დრონიდან.
AJC -ის ინფორმაციით, სახელმწიფო ციხის სისტემა ათწლეულების მანძილზე იბრძოდა პატიმრებისთვის კონტრაბანდის მიწოდების შესაწყვეტად, მაგრამ ისინი აღიარებენ, რომ პატიმრები ნებისმიერი სისტემის გასარღვევად მუდმივად ახალ გზებს იკვლევენ.
როგორც ცნობილია, ჯორჯიის ციხეებში პატიმრებისთვის თამბაქოს მოხმარება ნებადართული არ არის, რის გამოც, ისინი თამბაქოს ერთმანეთს მნიშვნელოვან ფასად ჰყიდიან.
გავრცელებული ცნობით, ციხეებში ასევე მოთხოვნაა ტელეფონებზე, რომ პატიმრებმა დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელება შეძლონ, მიუხედავად იმისა, რომ ჩაკეტილები არიან.
გავრცელებული ცნობით, გასულ წელს, ჯორჯიას სასჯეაღსრულების 67 დაწესებულებიდან, პატიმრებს და ასევე მათ მნახველებს 22 326 ტელეფონი ჩამოართვეს.
როგორც ცნობილია, უპილოტო თვითმფრინავი შედარებიტ ახალი მეთოდია, ხოლო პატიმრები აკრძალული ნივტების მისაღებად გამოსასწორებელი დაწესებულების ოფიცრებს უხდიან, ან მათი მეგობრები და ნათესავები ციხის ღობეებიდან ისვრიან პაკეტებს.
უმეტესწილად ციხის ადმინისტრატორებმა მხოლოდ ის იციან, რომ დრონი მოვიდა და წავიდა, ხოლო ჩამოგდებული პაკეტები ციხის ეზოებში და ღობეებთან ჩნდება.
როგორც ცნობილია, 2013 წელს სამხრეთ ჯორჯიაში, მორგანში, კალნუნის ციხის ეზოში 4 ადამიანი დააკავეს, როდესაც ისინი თამბაქოს, მობილურ ტელეფონს და ბინოკლს იყენებდნენ.