კარდინალი ჯორჯ პელი სექსუალური ძალადობის შესახებ წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებს. ამის შესახებ BBC-ის ინფორმაციით, კარდინალის ადვოკატმა, რობერტ როჩტერმა, მელბურნის სასამართლოში განაცხადა.
როგორც ცნობილია, ვატიკანის 76 წლის ხაზინადარი დღეს სასამართლოში საქმის ხანმოკლე ადმინისტრაციულ მოსმენაზე გამოცხადდა, რომელიც 10 წუთზე ნაკლებს გარძელდა.
როგორც ცნობილია, პროკურორებს მტკიცებულებების მოსამზადებლად დრო 8 სექტემბრამდე მიეცათ.
გავრცელებული ცნობით, საქმის მოსმენა 6 ოქტომბერს შედგება.
ამავე თემაზე:
ვატიკანის მორიგი სკანდალი – რაში ადანაშაულებენ ერთ-ერთ კარდინალს