ბრძანება, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა, პრეზიდენტის საიტიდან გაქრა.
ბრძანება ამ დრომდე უკრაინის პრეზიდენტის საიტზე იყო გამოქვეყნებული და მასში აღნიშნული გახლდათ, რომ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭება უკრაინის სახელმწიფო ინტერესს წარმოადგენს.
“კონსტიტუციის 106 მუხლის 26 პუნქტისა და უკრაინის კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: უკრაინის მოქალაქედ მიღებულ იქნეს მიხეილ სააკაშვილი, დაბადებული 1967 წელს, მცხოვრები ქალაქ კიევში” , _ აღნიშნული იყო დოკუმენტში.
ამ ბრძანების გამოცემიდან მალევე, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ უკრაინულმა მედიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რაც მოგვიანებით სააკაშვილის თანაგუნდელმა დავით საყვარელიძემ დაადასტურა.