გარემოს ეროვნული სააგენტო აჭარის სანაპირო ზოლში, ზღვაზე მოსალოდნელი შტორმის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
უწყების ინფორმაციით, 28 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 30 ივლისის დილამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში მოსალადნელი დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარის გამო, ზღვაზე შესაძლებელია 3–5 ბალიანი შტორმი აღინიშნოს.