ნივრის უთვალავი სიკეთეებიდან, ქრონიკული თავის ტკივილის დროს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მისი ნაყენის გამოყენება.
მოვამზადოთ ნივრის ფაფა შემდეგნაირად: ორი თავი ნიორი გავფცქვნათ, გავრეცხოთ და დავსრისოთ ისე, რომ თხელ მასად ვაქციოთ. დავასხათ ორი ჭიქა ნატურალური (მზესუმზირის) ზეთი. ავურიოთ და შევდგათ მაცივარში. ერთი დღის შემდეგ გამოვიყენოთ ასე: ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი დავუმატოთ ერთ სუფრის კოვზ ნივრის ფაფას, რომელიც მაცივარში გვაქვს და დღის განმავლობაში, ორჯერ ან სამჯერ, ჭამამდე მივიღოთ, სამი თვის განმავლობაში. ეს ხალხური მეთოდი ძალიან დაგეხმარებათ თავის ტკივილის დაძლევაში, ზოგადად, ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. ნაყენი საუკეთესოა, ასევე, უკმარისობის (ე. წ. სულის ხუთვის), სკლეროზის საწყისი ფორმის და სისხლძარღვების შევიწროების დროს.