გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გრიგალავამ დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცა. დაცული ტერიტორიების დაცვასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელებით და ფულადი პრემიით 37 რეინჯერი დაჯილდოვდა. ასევე, კომპენსაცია გადაეცათ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული რეინჯერების ოჯახებს.
31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებულ თუ გარდაცვლილ რეინჯერთა ხსოვნას ეძღვნება.
ღონისძიება პროექტის „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში-საქართველო“ ფინანსური დახმარებით გაიმართა.