ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება უკვე დაიწყო _ უნარების გამოცდის შედეგების შემდეგ, გუშინ, მათემატიკის გამოცდის პასუხები გამოქვეყნდა.
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის მათ ხელთ არსებული მონაცემები ასეთია:
თორნიკე კეჭაღმაძე _ 49 ქულა, სოფელ მერიის საჯარო სკოლა; ლაშა სამსონია _ 48 ქულა, ქალაქ ოზურგეთის #2 საჯარო სკოლა; ლუკა ვაშალომიძე _ 47 ქულა, ქალაქ ოზურგეთის #2 საჯარო სკოლა; ვალერიან კობალაძე _ 42 ქულა, ქალაქ ოზურგეთის #2 საჯარო სკოლა; ლაშა თოდრაძე _ 42 ქულა, გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა.
შეგახსენებთ, რომ მათემატიკის გამოცდაზე უმაღლესი ქულა 59 იყო.