„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ კანონს ხელს მალე მოაწერს“, _ აღნიშნული განცხადება VESTNIK KAVKAZA-ს ცნობით, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა თბილისში ვიზიტის დროს გააკეთა.
მისი თქმით, სანქციები იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ მოსკოვი თავის ვალდებულებებს შეასრულებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ვიცე-პრეზიდენტმა განმარტა, რომ ახალი კანონი ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტსა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს საშუალებას მისცემს უფრო მოქნილი პოლიტიკა გაატარონ.
„სანქციების დაწესებაზე კონგრესი და პრეზიდენტი შეთანხმდნენ. რის გამოც, ვარშავაში პრეზიდენტმა რუსეთის მიერ მცდარი რეჟიმის მხარდაჭერის ძალისმიერ მცდელობებზე ისაუბრა“,_ განაცხადა მან.
მაუწყებლის ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიგმარ გაბრიელმა, ამ დილას, იმედი გამოთქვა, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ კანონს ხელს არ მოაწერს.
„გვიხარია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კანონზე ხელის მოწერა ჯერ ვერ შეძლო. მას შეუძლია იმსჯელოს ჩვენთან ერთად და გაითვალისწინოს ევროპის ინტერესები“,_ აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
მისივე თქმით, ევროპელები იმედოვნებენ რომ ამერიკის შეერთებული შტატები ევროპის ინტერესების საზიანოდ არ იმოქმედებს.