https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის

    მედიის ცნობით, ირანმა დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა – არიან დაშავებულები

    “დაიღუპა 3 და დაშავდა 10 ადამიანი” _ რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელ მაღალსართულიან შენობას დაარტყა

    ირანის პრეზიდენტი: ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო შუამავლობის მცდელობები

    დიდი ბრიტანეთი: კვიპროსში ტერორისტული თავდასხმები არ არის გამორიცხული

    “კუბა დაეცემა” – ტრამპი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მატლები ტანზე გვესევა“ _ ცაგერის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

15:08; 1.08.2017
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ცაგერის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი ინფორმაციით, კოლხური ბზის ალურა, რომელიც ბზიის ხეებიდან სოფელში არსებულ სხვა ნარგავებზეც გადავიდა, მათ გაუსაძლის პირობებში აგდებს.

მოსახლეობის ინფორმაციითვე, მწვანე ფერის მსხვილი მატლები, რომლებიც ქსელს აკეთებენ და სპეციფიკური სუნით გამოირჩევიან, გაზაფხულზე თავდაპირველად ხეობაში ბზის ბუჩქებს გაუჩნდა. ახლა კი, მატლებმა  ხეობიდან სოფელში გადმოინაცვლეს და თითქმის ყველა ხეზე ქსელები გააკეთეს.

სოფლების ჩქუმისა და ქულბაქის მოსახლეობა გარკვეული სახეობის მატლების გასანადგურებლად დახმარებას ითხოვს. როგორც „გურია ნიუსთან“ საუბრისას სოფელ ქულბაქის მცხოვრები ირაკლი გასვიანი ამბობს, მატლები ხეობიდან უკვე სოფელშიც გავრცელდა.

„ქუჩაში ვერ გაივლი, მატლები ტანზე გვესევა, უსიამოვნო სუნი  აქვს და ამას  თავი დავანებოთ, კოლხური ბზის კორომები განადგურდა მთლიანად. 10 ჰა ტერიტორია უკავია ბზას და მთლიანად განადგურებულია, გაწითლებულია ხეები. გვპირდებიან რომ შეწამლავენ, ჯერ არავინ მოსულა. რამდენიმე დღის წინ იყვნენ ამოსულები, მაგრამ ქიმიური პრეპარატებით შეწამვლა გადაიფიქრეს, რადგან ფუტკარსაც ვნებს ეს პრეპარატი და გარემოსაც.  შეგვატყობინეს, რომ ყველანაირ ზომებს გავატარებთო, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გაკეთებულა.

ხეებს მოედო მატლებისგან გაკეთებული ქსელი (იხ. ფოტოები ქვემოთ. ავტ.), რითაც ქუჩებია დაფარული და გარეთ გასვლა არ შეიძლება. სტუმარი ვერ მოდის, ყველგან მატლია. ობობას ქსელის მსგავსი ქსელი აქვს, სუნია საშინელი.

მსგავსი შემთხვევა კი არა, ფაქტი არ ყოფილა საერთოდ დაფიქსირებული წინა წლებში. წელს დაფიქსირდა პირველად. სხვა სოფლებშიც იყო. ახლა ჩვენთანაც შემოვიდა. არც შეწამვლა მომხდარა იმ სოფლებში, არც ვინმეს მოუხდენია რეაგირება და მთლიანად განადგურდა ბზა. ძირითადად ბზას აქვს ეს მატლები, მაგრამ უკვე გადმოვიდა თხილზე და სხვა კულტურებზეც. წყალში ძვრებიან და ამოდიან, არ კლავს არც წყალი“, _ აღნიშნავს გასვიანი.

რა ზარალი მიაყენა ბზის ალურამ ცაგერის რაიონს, რა ღონისძიებები გაატარეს შესაბამისმა უწყებებმა, ვინ არის პასუხისმგებელი შეწამვლით სამუშაოებზე და ასრულებს თუ არა შესაბამის რეკომენდაციებს ადგილობრივი ხელისუფლება, _ ამის გარკვევას „გურია ნიუსი“ სამ სხვადასხვა უწყებაში შეეცადა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვითხრეს, მათ შეწამვლის ვალდებულება არ აქვს. ამაზე პასუხისმგებელი უწყება გარემოს დაცვის სამინისტროა.

უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება პროცესში, თუ ვითარება ქიმიური პრეპარატების გამოყენებას მოითხოვს. ამ ეტაპზე კი ეს საჭიროება არ დგას.

„ჩვენები ჩავიდნენ ადგილზე, შეამოწმეს და უარი განაცხადეს შეწამვლაზე, რადგან მხოლოდ ქიმიური პრეპარატებით შეწამვლა შეგვიძლია. ეს არის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებულ კოლხურ ბზაზე. იქ ბიოლგიური პრეპარატებით ხდება წამლობა და ამაზე  პასუხისმგებლობას გარემოს დაცვის სამინისტრო იღებს. მათი კომპეტენციაა. პრობლემის შესახებ ჩვენს გვითხრეს, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, სურსათის უვნებლობის სამსახურს, მხოლოდ ქიმიური პრეპარატებით  შეწამვლა შეუძლია, რაც ნებადართული არ არის“, _ აღნიშნავენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

ეროვნული სატყეო სააგანტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ წლევანდლამდე რაჭა-ლეჩხუმში  ეს მავნებელი დაფიქსირებული არ იყო. 

„თქვენ იცით, რომ ეროვნული სატყეო სააგენტო, ჩვენს კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე, ბზებთან დაკავშირებით  ორ წელზე მეტია ახორციელებს სამუშაოებს გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში და იმერეთში, სადაც ბუნებრივად არის ბზის კორომები გავრცელებული. სამწუხაროდ, ეს მავნებელი, პეპელა, წელს რაჭაშიც გავრცელდა.

შესწავლილი გვაქვს აღნიშნული ტერიტორიები. ჯონოულის ხეობაში განთავსადა 100 ფერომონი, რომელიც გარდა იმისა, რომ მონიტორინგში გვეხმარება, ასევე ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდიცაა, რადგან პეპლებს იჭერს. ფერომონების რაოდენობის გაზრდა სიტუაციაზეა დამოკიდებული. ტერიტორია მკაცრი კონტროლის ქვეშაა, ამიტომ თუ სპეციალისტები ჩათვლიან, რომ უნდა გაიზარდოს ფერომონების რაოდენობა, გავზრდით. საბედნიეროდ, სამეგრელოპში გვაქვს კარგი მაგალითები, სადაც ბზას წინა ორი წლის განმავლობაში ვწამლავდით, რადგან ბზა აბსოლუტურად გამხმარი იყო. ახლა არის რეგენერაციის პროცესი დაწყებული  და ფერომონის დაკიდებაც აღარ არის საჭირო; იმედი მაქვს ამ ხეობაშიც ასე იქნება“, _ აღნიშნავს იორდანიშვილი. .

რაც შეეხება შეწამვლას, იორდანიშვილი აღნიშნავს, რომ ამ სამუშაოების განხორციელება 10-15 აგვისტოს პერიოდში იგეგმება.

„რადგან ჩვენ ვიყენებთ ბიოლოგიურ საშუალებას, რომელიც უსაფრთხოა ფუტკრისთვის და სხვა  ცოცხალი ორგანიზმებისთვის, ამას თავისი თარიღები აქვს. პრეპარატი მოქმედებს მატლების მხოლოდ გარკვეულ წლოვანების პერიოდზე. შესაბამისად, ასეთი ვადების  დაცვით იგეგმება შეწამვლა. სხვა რეგიონებში უკვე ორჯერ შევწამლეთ. მესამე შეწამვლა  დაგეგმილია 10-15 აგვისტოს პერიოდისთვის, მათ შორის ცაგერის რაიონშიც. ამ პერიოდების დაცვა არის  მნიშვნელოვანი, რომ პრეპარატმა იმოქმედოს.

მოსახლეობამ დაგვადანაშაულა იმაში, რომ ახლავე რატომ არ ვწამლით. რასაც ვერ გავაკეთებთ, ამას არ ექნება არანაირი ეფექტი. ქიმიის გამოყენებისგან ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ, რადგან უამრავი უარყოფითი ეფექტი აქვს გარემოზე  ზემოქმედების თუ სხვადასხვა ორგანიზმებზე ზემოქმედების კუთხით. ეს ფართობები არის სპეციალისტების მკაცრი მონიტორინგის ქვეშ“, _ აღნიშნავს იორდანიშვილი.

მისივე ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით 40 ჰა ტერიტორიაზე, სადაც უკვე მოდებულია მავნებელი.

„ჯონოულის ხეობა დაახლოებით 280 ჰექტარია. თუმცა, ეროვნული სატყეო სააგენტო მხოლოდ ჩვენს კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე  ვახორციელებთ მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებებს. სხვა ტერიტორიებზე ჩვენ არ გვაქვს კომპეტენცია  ღონისძიება გავატაროთ ჩვენ თვითონ. თუმცა რეკომენდაციებს ადგილობრივ ხელისუფლებასაც ვაძლევთ, როგორ უნდა მოიქცნენ. ამ შემთხვევაში დაახლოებით ჩვენს დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორიის 20-დან 40 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა გავრცელებული მავნებელი უშუალოდ ცაგერში“, _ აღნიშნავს იორდანიშვილი და დასძენს, რომ ეს მწერი ადამიანისთვის საშიში არ არის.

„ის მხოლოდ და მხოლოდ ბზას აზიანებს. სხვა ნარგავებზე ჯერ დაფიქსირებული არ არის. ჩვენი ენტემოლოგებისგან რაც არის ცნობილი, რომ ის სხვა მცენარეებს არ აზიანებს“, _ აღნიშნავს იორდანიშვილი.

კითხვაზე: ვინ არის პასუხისმგებელი ეროვნული სატყეო სააგანტოს კონტროლს დაუქვემდებარებელ ტერიტორიაზე ჩასატარებელ სამუშაოებზე, იორდანიშვილი გვპასუხობს:

„შარშანაც გავუგზავნეთ სარეკომენდაციო წერილები ადგილობრივ თვითმმართველობას და წელსაც, რომელი პრეპარატებით როგორ უნდა ვებრძოლოთ მავნებელს. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, სოფლის მეურნეობის სამინისტრომაც შეიძინა გარკვეული რაოდენობის პრეპარატები მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემად. შარშან ასე გაკეთდა. ჩვენ მხოლოდ რეკომენდაციების გაცემა და ინფორმაციის მიწოდება შეგვიძლია“, _ ამბობს იორდანიშვილი.

მდგომარეობა რომ უკიდურესად მძიმეა, ამას „გურია ნიუსთან“ საუბრისას ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზურაბ ხეცურიანიც ადასტურებს და ამბობს, როგორც კი დაავადების პირველი ნიშნები გამოვლინდა, დაახლოებით, 2 თვის წინ, გარემოს ეროვნულ სატყეო სააგენტოს და სურსათის უვნებლობის სამსახურს მიმართეს.

„მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. ბზის ნარგავებს მოედო ეს დაავადება. ივნისში და ივლისში ყველა ნარგავის აღწერა ჩატარდა და სატყეო სააგენტომ დადგა მწერის დამჭერი ხაფანგები. ახლა ირკვევა, რომ მარტო ამ ხაფანგებმა შედეგი ვერ გამოიღო. 5-7 აგვისტოს ვემზადებით შეწამვლისთვის. ბზის ნარგავები მდინარე ჯონოულის, სარეწელას, ჩხუმისა და „მწვანე თეატრის“ ტერიტორიაზეა, მავნებლებიც აქ არიან გავრცელებული. ბზა ფაქტობრივად უკვე სავალალო დღეშია, ამის დამალვა ნამდვილად არ შეიძლება. თუმცა, ეს დიდი ფართობი არ არის, რადგან დიდ ფართობზეც არ არის გავრცელებული ბზის კორომები ჩვენთან“, _ აღნიშნავს ხეცურიანი.

რაც შეეხება სოფლებში, მოსახლეობის კარმიდამოში გავრცელებულ მავნებლებს, ხეცურიანი ამბობს, რომ მოსახლეობა „ცოტა აბუქებს მაგ ამბავს“.

„ქუჩაში გავლა როგორ არ შეიძლება. მაგრამ არსებობს შიში, რომ მავნებლები კულტურულ ჯიშებზე არ გადავიდეს. ამის შიში არის. თხილზეც არის გავრცელებული ზოგგან და სურსათის ეროვნული სააგენტო შეწამვლას დაიწყებს“, _ ამბობს ხეცურიანი.

„გურია ნიუსი“ აღნიშნულ პრობლემაზე მუშაობას აგრძელებს და ინფორმაციას მოგვიანებითაც შემოგთავაზებთ.

შენიშვნა: გამოყენებულია ხათუნა თუთისანის ფოტოები

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ბიუჯეტისთვის ზედმეტად გადახდილი თეთრები და უკან დაბრუნებული 33 000 ლარი

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი NYTIMES-ის ობიექტივში

ყველა სიახლე

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის

12:32; 7.03.2026
სამართალი

ქალი მეზობლის აივანზე გარდაცვლილი იპოვეს

11:39; 7.03.2026
ზაფრანი

ვინ აბამს სამსახურში რომანებს 

11:18; 7.03.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც შესაძლოა SMS-ით დაგშორდნენ

11:08; 7.03.2026
ზაფრანი

როგორი მეგობარი ხარ?

11:06; 7.03.2026
სამართალი

გურიის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო _ შსს ვიდეოჩანაწერს ავრცელებს

10:48; 7.03.2026
მსოფლიო

მედიის ცნობით, ირანმა დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა – არიან დაშავებულები

10:42; 7.03.2026
მსოფლიო

“დაიღუპა 3 და დაშავდა 10 ადამიანი” _ რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელ მაღალსართულიან შენობას დაარტყა

10:32; 7.03.2026
საზოგადოება

სად ქრებიან ადამიანები საქართველოში _”ჩემი შვილი ვერც ცოცხალი ვნახე და ვერც მკვდარი”

10:25; 7.03.2026
სამართალი

ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობა _ შსს განცხადებას ავრცელებს

10:10; 7.03.2026
საზოგადოება

სენაკში დაშავებული პაციენტები რეანომობილით ქუთაისში გადაიყვანეს

21:07; 6.03.2026
სამართალი

“იარაღიდან ჭრილობები მიაყენა, კვალის დაფარვის მიზნით ავტომანქანა მდინარისკენ დააგორა”- ბრალდებულს 13 წელი მიესაჯა

19:52; 6.03.2026
საზოგადოება

თბილისის მერია: გზის დაზიანების გამო, გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

19:35; 6.03.2026
პოლიტიკა

გერმანიის ელჩი: სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე აქამდე მიიყვანა

19:03; 6.03.2026
პოლიტიკა

კალასი და კოსი საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

18:45; 6.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო