ავღანეთის ქალაქ ყანდაჰარში, აეროპორტის ახლოს, ნატოს ჯარს თავს თვითმკვლელი დაესხა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.
მაუწყებლის ცნობით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ნატოს სამხედრო კოალიციამაც დაადუსტა.
„ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას და დეტალებს მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ“,_ აცხადებენ კოალიციაში.
გავრცელებული ცნობით, კანდაჰარის აეროპორტში ნატოს ჯარების მთავარი სამხედრო ბაზაა განთავსებული.
როგორც ცნობილია, ნატო ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს ეხმარება.