ფლორიდას შტატის ცოცხალი ბუნების პარკ “Gatorland”-ში უცნაური ალიგატორი გაჩნდა, რომელსაც ძალიან იშვიათი პიგმენტაცია-ლეიკიზმი აღენიშნება. ამ დროს სხეულის მხოლოდ მცირედი ნაწილია შეფერილი, ხოლო თვალებს ცისფერი ფერი ახასიათებს.
22 წლის მამრი “Bouya Blan” მსოფლიოში ასეთი შეფერილობის 12 ალიგატორს შორის ერთ-ერთია. 1995 წელს სამშენებლო კომპანიის თანამშრომლებმა ლუიზიანას ერთ-ერთ ჭაობში 17 თეთრი ალიგატორის ნაშიერი იპოვეს, რომლებიც მაშინვე ნიუ-ორლეანის ზოოპარკში გადაყვანეს. “Gatorland”-ში კიდევ 3 მამრი ცხოვრობს.
თავისი შეფერილობის გამო ეს ცხოველები ძალიან იშვიათად გვხვდება ბუნებაში, რადგან ისინი მალე იღუპებიან სხვა მტაცებლების ხელით. ასევე თეთრი ალიგატორი ძალიან მგრძნობიარეა მზის პირდაპირი სხივების მიმართ და ესაჭიროება დ ვიტამინის გაზრდილი დოზა.