ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, არამარტო ხასიათის შტრიხების, ამა თუ იმ ადამიანის კულინარიული მიდრეკილებების განსაზღვრაც თავისუფლად შეიძლება.
ვერძებს საჭმლის კეთება დიდად არც ეხალისებათ და არც ხიბლავთ, ამიტომ მათთვის ე.წ “ფასთ ფუდის” საკვები ყველაზე საყვარელი კერძია.
აი რაც შეეხება კუროს, ამ მხრივ პირიქითაა საქმე. კურო სახლში მომზადებული კერძის “ფანია”, განსაკუთრებულად კი კუროებს ხორცეული და მისგან მომზადებული კერძები უყავრთ.
ტყუპებს ცნობისმოყვარე ბუნება ყველანაირი ეგზოტიკური კერძის გასინჯვისკენ უბიძგებს. თუმცა ამ ნიშნის წარმომადგენლებს ყველაზე მეტად სალათები და “პირის საცმაცუნო” სასუსნავი იზიდავთ.
კირჩხიბის ხასიათი და კვება, პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან, რადგან კიბო კუჭით იმართება. ამიტომ კიბოს ყველანაირი საჭმელი უყვარს და როგორც ჭამას, ისე კეთებას ეს ხალხი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. ამასთან ერთად, ტიპიური კიბო არასოდეს გადაყრის საკვებს, ეს მისთვის ნერვოზის ტოლფასია.
ლომს ყველაფერი მდიდრული უყვარს, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ხორცეულისგან მომზადებული კერძებისკენ აქვთ განსაკუთრებულ მიდრეკილება. სხვადასხვა სახის ლორი, ძეხვეული, მწვადი აი ლომის საყვარელი საკვები.
ქალწული განსაკუთრებით პრეტენზიულია საკვების მიმართ. ეს ადამიანები არასოდეს ჭამენ ისეთ რამეს რომლის მომზადების ტექნოლოგიაშიც გარკვეული არ არიან. უფრო მეტიც, თანდაყოლილი კუჭ-ნაწლავის პრობლემატურობის გამო, ქალწულთა დიდი ნაწილი სულაც ვეგეტარიანელია.
სასწორის მთავარი სისუსტე ტკბილეულია. ნებისმიერი სასწორისთვის ნამცხვარი, შოკოლადი, მუსი და ნაყინი დღიური მენიუს ყველაზე საყვარელი ნაწილია. თუმცა ზუსტად ამ “სიყვარულის” მიმართ იმატებენ როგორც წესი სასწორები წონაში.
მორიელს ყველაფერში ექსტრიმი უყვარს, არც კვებაა მათ შორის გამონაკლისი. მწარე, მჟავე, ცხარე კერძები აუცილებელია ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელთა მენიუში. ამასთან ერთად ალკოჰოლის სოლიდური დოზაც აუცილებლად ესაჭიროებათ მორიელებს სრული იდილიისთვის.
მშვილდოსანს ეგზოტიკა იზიდავს, აქედან გამომდინარე სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოს გასინჯვაზე ეს ხალხი უარს არასოდეს ამბობს. თუმცა ზოგადად თავადაც უყვართ და ეხერხებათ ოჯახის პირობებში გემრიელ კერძების მომზადება და კულინარიული ექსპერიმენტების ტარება.
თხის რქა კვებაშიც კონსერვატორია. მან აუცილებლად უნდა იცოდეს რისგან და როგორ მომზადდა კერძი რომელსაც მიირთმევს, ამას გარდა მისი მენიუ ტრადიციული პირველი, მეორე კერძებისგან შედგება, თავისი დესერტით.
მერწყული მშვილდოსნის მსგავსად ექსპერიმენტატორია კვების საკითხში. აქედან გამომდინარე, ბევრი მათგანი სიამოვნებით ატარებს სამზარეულოში კულინარიულ ექსპერიმენტებს. ამას გარდა, მერწყულების განსაკუთრებული სისუსტე სხვადასხვა სახის სასუსნავია, ისეთი როგორიცაა ჩირი, თხილეული, ქიშმიში და ა.შ