გიორგი მარგველაშვილს არ აქვს პასუხი, იყრის თუ არა კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით _ ამის შესახებ მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
„გულწრფელად არ ვიცი, ამ კითხვაზე დღეს პასუხი არ მაქვს“ – აღნიშნა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.
„ამერიკის ხმა“ დაინტერესდა, მემკვიდრეობად რის დატოვებას ისურვებდა ის.
„ვფიქრობ, მემკვიდრეობის ნაწილი უკვე ავაშენე, როგორც პრეზიდენტმა, რომელმაც პოლიტიკური დისკურსის მიუხედავად, ყველა პარტიის მიღება შეძლო და მხოლოდ და მხოლოდ ერის სამსახურში იდგა.
ეს ახალი პრეცედენტი იყო და მჯერა, რომ ნაბიჯის გადადგმა ამ მიმართულებით შევძელი. ეს არის ნაბიჯი ევროპული კულტურისკენ და პოლიტიკური ურთიერთობებისკენ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.