თუ თქვენ საკუთარი ბიზნესი გაქვთ და ფიქრობთ, რომ თქვენი წარმატების ისტორიასხვებსაც გაუზიაროთ, დარეგისტრირდით ბიზნესდაჯილდოება 2017-ში.
მონაწილეთა რეგისტაცია 15 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ბიზნესდაჯილდოება თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტია, რომელიც წელს უკვე მეორედ იმართება. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში არსებული ბიზნესების განვითარებას და ახალი ბიზნესების წამოწყებას.
მონაწილეობის მიღება შესაძლებელია შემდეგ ნომინაციებში :
- წლის ინოვაციური ბიზნესი
- წლის ტურისტული ბიზნესი
- წლის აგრობიზნესი
- წლის ქართული პროდუქტი
- წლის მცირე ბიზნესი
- წლის ბიზნესი
- წლის სტარტაპერი
რეგისტრაციისგავლაშესაძლებელიაონლაინ, ვებგვერდზეwww.businessaward.ge. უკვე დარეგისტრირებული კომპანიების შესახებ ინფორმაცია ბიზნესდაჯილდოების ფეისბუქის გვერდიდან ბიზნეს დაჯილდოება • business award შეგიძლიათ მიიღოთ.
დაჯილდოების მონაწილეებს დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს, სექტემბრის დასაწყისისთვის უკვე ცნობილი იქნება ფინალისტების ვინაობა – თითოეულ ნომინაციაში სამი ფინალისტი შეირჩევა. ფინალისტების შესახებ აქტიურ პიარ და მარკეტინგულ კამპანიას თიბისი ბანკი და ჯეოსელი განახორციელებენ.
გამარჯვებულები კომპანიები ნოემბრის ბოლოს, დაჯილდოების ფინალურ ცერემონიაზე დასახელდება. ყველა ნომინაციაში გამარჯვებულს ჟიური დაასახელებს, გამონაკლისია ნომინაცია „წლის სტარტაპერი“, სადაც გამარჯვებული საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება.
(R)