კოსმეტიკურ საშუალებებს თავისი შენახვის ვადა აქვს, რისი გასვლის შემდეგაც, უნდა გადააგდოთ, იმ შემთხვევაშიც, თუ ჯერ არ გამოგიყენებიათ. აღნიშნულ ინფორმაციას USNEWS ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის ადმინისტრაციაზე (FDA) დაყრდნობით ავრცელებს.
FDA-ს ცნობით, კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი კომპანიების ნაწილი ნაწარმზე თარიღს არ უთითებს.
როგორც FDA იუწყება, კოსმეტიკურ საშუალებები მოხმარებისთვის საზიანო იმ შემთხვევაშიც ხდება, თუ მისი შენახვის პირობები არასათანადოდაა დაცული. მაგალითად, თუ ის მაღალ ტემპერატურაზე ან მზის შუქზე დევს.
როგორც ცნობილია, პროდუქცია, რომელიც ნატურალურია და კონსერვანტებს არ შეიცავს, უფრო ნაკლები ვადით ინახება.
FDA აღნიშნავს, რომ ხშირად მომხმარებელი კოსმეტიკური საშუალების გაფუჭებას სუნით ან ფერის შეცვლით ხვდება, ზოგჯერ ვადის გასვლამდეც, მაგრამ მომხმარებელს კოსმეტიკურ საშუალებებზე ვადის შემოწმება ჩვევად უნდა ექცეთ.
მაუწყებლის ცნობით, პუდრას გამოყენება 2 წლის, ხოლო ტუშის მოხმარება 3 წლის მანძილზეა შესაძლებელი.
როგორც ცნობილია, თვალის შუქჩრდილები და სხვა კოსმეტიკური საშუალებები თვალზე ინფექციის შეჭრის შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოთ და უნდა შეცვალოთ, რადგან ამ შემთხვევაში შესაძლოა თვალის დაინფიცირება თავიდან მოხდეს.
FDA ასევე მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ ბაქტერიების თავიდან აცილების მიზნით კოსმეტიკური საშუალებების გაზიარება ახლობელი ადამიანებისთვისაც კი არ შეიძლება.
ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის ცნობით, სალონში მაკიაჟის გაკეთების დროს აუცილებლად უნდა იკითხოთ აქვთ თუ არა გაუხსნელი ფუნჯები, რადგან ის სალონებში ნაკლებადაა დაცული.