GEM Fest-იდან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კიდევ 5 ახალგაზრდა გადაიყვანეს. 5-იდან 2 ახალგაზრდას დაუზუსტებელი სუბსტანციის და ნივთიერების ტოქსიური ეფექტის დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ მათი მდგომარეობა მალევე გაუმჯობესდა და ისინი გაწერეს. 3-ს კი, სხვა სიმპტომები აღენიშნებოდა.
ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება გოგო, რომელიც საავადმყოფოში გუშინ გამთენიისას მოათავსეს, ასევე დაუზუსტებელი ნივთიერების ტოქსიური ეფექტის დიაგნოზით. გოგონას დღეს გაწერენ.