ლატვიის პარლამენტის (სეიმის) თავმჯდომარე, ინარა მურნიეცე რუსეთ-საქართველოს ომიდან 9 წლის გასვლას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება და საქართველოს მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.
“9 წელი გავიდა, მას შემდეგ, რაც საქართველოს რუსული არმია თავს დაესხა. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს მეგობრობას საქართველოს მიმართ და მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“,_წერს მურნიეცე.