დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსეთიდან ამერიკელი დიპლომატების გაძევებისთვის მადლობა გადაუხადა. აღნიშნულ ინფორმაციას THE POLITICO ავრცელებს.
აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთში დიპლომატების შემცირება ქვეყანას ბიუჯეტის დაზოგვაში დაეხმარება.
“ჩვენ ხელფასების შემცირებას ვცდილობთ, ამიტომ მინდა მას მადლობა გადავუხადო. რამდენადაც შეშფოთებული ვარ, იმდედანვე მადლობელი ვარ პუტინის, რომ დიდი რაოდენობით ხალხი გაუშვა, რადგან ჩვენ ახლა მცირე ხელფასის გადახდა შეგვიძლია”,_განაცხადა ტრამპმა.
“არ არსებობს რეალური მიზეზი, რომ ისინი უკან დაბრუნდნენ.ძალიან ვაფასებ იმ ფაქტს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებში ხელფასების შემცირება შევძელით. ვაპირებთ, რომ დიდი რაოდენობით თანხა დავზოგოთ”,_აცხადებს ტრამპი.
როგორც ცნობილია, რუსეთის ხელისუფლებამ ამერიკელი დიპლომატების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება აშშ-ს მიერ ახალი სანქციების დაწესების გამო მიიღო.
როგორც ცნობილია, ტრამპმა, რომლის წინა საარჩევნო კამპანიასთან რუსეთის კავშირი ფედერალური ბიუროს გამოძიების საგანი გახდა, სანქციების კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა, მაგრამ ხელი მაინც მოაწერა, რადგან კანონპროექტს ბევრი მომხრე ჰყავდა და კონგრესს ვეტოს დაძლევა შეეძლო.