ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების სააპელაციო განაცხადების შეტანის პროცესი დღეს 18.00 საათზე დასრულდება.
სააპელაციო საჩივრების მიღება 7 აგვისტოს დაიწყო.
დღეს იწურება ასევე საგანმანათლებლო პროგრამების დამატება/შეცვლის ვადაც.
აბიტურიენტებს საჩივრის შეტანაც და პროგრამების შეცვლაც ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge შეეძლებათ.